საქართველოში ფულადი გზავნილების მესამედზე მეტი 2 ქვეყანაზე მოდის - საიდან რამდენი გადმოირიცხა

საქართველოში ფულადი გზავნილების მესამედზე მეტი 2 ქვეყანაზე - აშშ-სა და იტალიაზე მოდის. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის აპრილში აღნიშნული ქვეყნებიდან 104.2 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 35.2%-ს შეადგენს.

მთლიანად კი, 2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.54 მლნ აშშ დოლარი (814.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 6.1%-ით (17.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აპრილის მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.9% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აპრილში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 96.2% მოდიოდა.

Top-10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

  • აშშ - 53.987 მლნ დოლარი
  • იტალია - 50.211 მლნ დოლარი
  • რუსეთის ფედერაცია - 39.867 მლნ დოლარი
  • გერმანია - 24.835 მლნ დოლარი
  • საბერძნეთი - 24.624 მლნ დოლარი
  • ისრაელი - 22.169 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 8.603 მლნ დოლარი
  • ესპანეთი - 7.862 მლნ დოლარი
  • ყირგიზეთი - 7.747 მლნ დოლარი
  • ყაზახეთი - 7.155 მლნ დოლარი

ამასთან, 2025 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.9 მლნ აშშ დოლარი (88.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის აპრილის (30.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.9% მეტია.