"ელიტ ელექტრონიქსში" ხვალ 50 %-იანი ფასდაკლება იმოქმედებს

მხოლოდ ერთი დღით, ხვალ, 17:00 საათიდან 22:00 საათამდე, "ელიტ ელექტრონიქსში" ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

კომპანიის ინფორმაციით, აქცია მოქმედებს საბანკო განვადების ან საკრედიტო ბარათით შეძენის შემთხვევაშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" ყველა ფილიალში. ფასდაკლება ვრცელდება როგორც წვრილ, ასევე მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზეც, ისეთებზე როგორიც არის სარეცხი მანქანები, მაცივრები, გაზქურები და სხვა უამრავი დასახელების ტექნიკა. წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკაც მომხმარებელს 50%-იანი ფასდაკლებით შეეძლება შეიძინოს. ამავე აქციის ფარგლებში კონდიციონერებზე დიდი ფასდაკლება მოქმედებს.

"ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს განვადებასაც სთავაზობს. ეს არის "ელიტ ელექტრონიქსისა" და ბანკი "რესპუბლიკის" ერთობლივი 10-თვიანი უპროცენტო განვადების კამპანია, რომლით სარგებლობისას მომხმარებელს არ უწევს წინასწარი შენატანის, საკომისიოსა და პროცენტის გადახდა, აღნიშნული განვადებით მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს გერმანული ბრენდის ბოშის საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე. ასევე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის სასურველი ბანკის განვადებით შეიძინოს ტექნიკა.