საცალო ვაჭრობის მსოფლიოს უმსხვილესი ამერიკული კომპანია Walmart მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ დონალდ ტრამპის სატარიფო ომის მაღალი ხარჯის გამო იძულებულია, მაისის ბოლოდან ფასები გაზარდოს.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
კომპანიის ფინანსური დირექტორი, ჯონ დევიდ-რეინი აცხადებს, რომ ამერიკელები ფასების ზრდას მაისის ბოლოდან უნდა ელოდონ, ივნისში კი უეჭველი იგრძნობენ.
კომპანიის აქციები წინასაბირჟო ვაჭრობის დროს 0.5%-ით გაიზარდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათმა ღირებულებამ 60%-ზე მეტად მოიმატა.
Walmart კიდევ ერთი კომპანიაა, რომელმაც მეორე კვარტლის მოგების პროგნოზი ტრამპის სატარიფო პოლიტიკის გაურკვევლობის გამო შეაჩერა.
თუმცა Walmart-მა 2026 ფისკალური წლის სრული პროგნოზი მორიგ ჯერზე დაადასტურა. კერძოდ, კომპანია ერთ აქციაზე 2.50-დან 2.60 დოლარამდე კორექტირებულ შემოსავალს ისევ მოელის, ხოლო მთელი წლის განმავლობაში გაყიდვების 3%-დან 4%-მდე გაზრდას პროგნოზირებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ