Ferrero-მ 60 წლის შემდეგ Nutella-ს გემო პირველად შეცვალა

Ferrero North America-მ 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში Nutella-ს გემო პირველად შეცვალა და მას შემწვარი არაქისი დაამატა.

კომპანიამ სიახლე ჩიკაგოში გამართულ Sweets & Snacks Expo 2025-ზე გამოაცხადა, რასაც FoodBev Media ავრცელებს.

ახალი პროდუქტი აშშ-ის ბაზრისთვის არის განკუთვნილი.

Ferrero-ში Nutella-ს გლობალური პრეზიდენტის, თომას შატენიეს თქმით, თხილის კარაქის ახალი ხაზის გამოშვება კომპანიას მომხმარებელთა ბაზის გაფართოებაში დაეხმარება.

2024 წლის სექტემბერში Ferrero-მ ევროპული ბაზრისთვის, ასევე, Nutella-ს მცენარეული ვერსია დააანონსა, რაც გაყიდვაში გასული წლის შემოდგომაზე 350-გრამიან ქილებში გამოვიდა. პასტის ახალ რეცეპტში რძის ინგრედიენტები ნუტითა და ბრინჯის სიროფით არის ჩანაცვლებული, ხოლო შემწვარი თხილი და კაკაო შენარჩუნებულია.

Nutella-ს ბრენდის პასტის წარმოება 1964 წელს დაიწყო.

ცნობისთვის: ბოლო დროს არომატზე ექსპერიმენტს საკვები პროდუქტების ბევრი მწარმოებელი ატარებს. კერძოდ, 2024 წლის ზაფხულში Pernod Ricard-მა, შვრიის რძის მწარმოებელ შვედურ Oatly-სთან ერთად, დესერტი ანანასის კარიბული ალკოჰოლური კოქტეილის, “პინა კოლადას” გემოთი, ხოლო Lay's-მა ცქრიალა ღვინის არომატის ჩიფსები გამოუშვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ