2025 წლის I კვარტალში საქართველოში 30 ელევატორი ფუნქციონირებდა - რა ღირებულების პროდუქცია გაიყიდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ელ კვარტალში, ელევატორების მიერ 63.9 მლნ ლარის (გასულ წელს - 63.2 მლნ ლარის) ღირებულების, 58.3 ათასი ტონა (გასულ წელს - 57.3 ათასი ტონა) პროდუქცია გაიყიდა - მათგან 44% იმპორტირებული გახლდათ, 46.5% კი - ადგილობრივი წარმოების (ჭარბობდა ხორბლის ფქვილი - 77%).

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში 30 ელევატორი ფუნქციონირებდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 2 ერთეულით ნაკლებია.

ცნობისთვის, ელევატორების საერთო რაოდენობის 30% ქვემო ქართლში ფუნქციონირებდა, 5-5 ერთეული კი კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაც ცალკეულად 16.7%-ია.

გთავაზობთ სამაცივრე მეურნეობების განაწილებას, რეგიონების მიხედვით:

  • ქვემო ქართლი - 9 ერთეული
  • კახეთი - 5 ერთეული
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5 ერთეული
  • იმერეთი - 4 ერთეული
  • შიდა ქართლი - 3 ერთეული
  • თბილისი - 3 ერთეული
  • გურია - 1 ერთეული

აღსანიშნავია, რომ ელევატორებში შენახული იყო 104.9 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 42.3% სოიოს შროტი გახლდათ, ხოლო 36.4% - ხორბალი.

ირაკლი ფოფხაძე