„მშენებარე ბინებში მშენებლობის დაწყებიდან დამთავრებამდე ფასები მუდმივად იზრდება“ – „საკურა ფროფერთის“„მშენებარე ბინებში ფასები მუდმივად იზრდება“ – კომპანია „საკურა ფროფერთის“ დირექტორის, ვიქტორია საკუროვას თქმით, მსხვილ დეველოპერებზე არსებული სიტუაცია გავლენას ვერ ახდენს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ ისაუბრა.
„ფასები არ იკლებს, მაგრამ არის სტაბილურად, განსაკუთრებით ეს ეხება მეორად ბაზარს. რაც შეეხება მშენებარე ბინებს, მათ ანალიტიკას რომ შევხედოთ, ფასები მუდმივად იზრდება - მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე. და ეს ზრდა პროპორციულია ბოლო 3 წლის განმავლობაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებული სიტუაცია მსხვილ დეველოპერზე დიდ გავლენას ვერ ახდენს, როგორც პატარა და საშუალო ბიზნესის შემთხვევაში“, - განაცხადა ვიქტორია საკუროვამ.
მისივე თქმით, დროთა განმავლობაში კონკურენცია სუსტ და ძლიერ კომპანიებს გაფილტრავს.
„რაც შეეხება უბნებს, სადაც სამშენებლო ბუმია, მაგალითად დიდ დიღომში, წვრილი პროექტების გვერდით მსხვილ დეველოპერებს, რა თქმა უნდა, სხვადასახვა საფასო პოლიტიკა აქვთ, თუმცა ეგეც დროის ამბავია და აუცილებლად დარეგულირდება. კონკურენცია გაფილტრავს სუსტ და ძლიერ კომპანიებს და ერთ ჭრილში გაგრძელდება ფასების დინამიკა“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.