2024 წელს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 13 ახალი საწარმო შეიქმნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში აღნიშნული საწარმოების შექმნისთვის გაწეულმა თანადაფინანსებამ 5-მილიონ ლარს გადააჭარბა.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ჩაის, ნუშის, კაკლის, ხილის გადამამუშავებელი და ცქრიალა ღვინის, სპირტის, ჩირის და ტყლაპის საწარმოები.