ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 16 მაისის ვაჭრობის შედეგად, ბირჟაზე წარმოდგენილი სამი ქართული კომპანიის აქციების ფასები გაიზარდა.
კერძოდ, LION FINANCE GROUP PLC-ის (საქართველოს ბანკი) აქციების ფასი 3.16%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ფასმა 63.65 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.71 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.
ამასთანავე, TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.5 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს. ერთი აქციის ფასი ბოლო მონაცემებით 45.40 გირვანქა სტერლინგია, რაც 1.79%-იან ზრდაზე მიუთითებს.
რაც შეეხება Georgia Capital PLC-ს, მისი აქციების ფასი 3.08%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 18.74 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. რაც შეეხება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, 678 მლნ სტერლინგს აღემატება.