საქართველოში მაგთის მიერ 5G ქსელის დანერგვიდან ნახევარი წელზე ცოტა მეტი გავიდა. ქსელი აგებულია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და გამოყენებულია 5G ტექნოლოგიისათვის გამოყოფილი სიხშირული რესურსის სრული სპექტრი, რაც სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ 5G-ის დანერგვის პარალელურად მაგთიმ ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლების ხარჯზე კიდევ უფრო გააუმჯობესა 4G-ის ხარისხი, რადგან როგორც კომპანიაში აცხადებენ, კარგად ესმით, რომ მეოთხე თაობის ინტერნეტი კვლავ ასრულებს კრიტიკულ როლს მილიონობით მომხმარებლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. 4G ქსელის გაძლიერება შეუძლებელი იყო დამატებითი სიხშირული რესურსის შესაბამისი ლიცენზიის შეძენის გარეშე. ეს პროცესი კი დიდი ხნის განმავლობაში შეფერხებული იყო, მაგთიკომისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
კომპანია 5G-ის დანერგვიდან გასულ პერიოდს აჯამებს და განმარტავს, რომ ქსელის შემოტანას შემდეგი პოზიტიური ცვლილებები მოჰყვა:
საუკეთესო ხარისხის 5G ინტერნეტით სარგებლობისთვის საკმარისია, მომხმარებელი იყოს მაგთის აბონენტი, ფლობდეს შესაბამის სმარტფონს, რომელსაც მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერა აქვს და პარამეტრებში ჰქონდეს გააქტიურებული 5G.
5G-ის დანერგვამ მომხმარებლებს დროის რესურსის დაზოგვის შესაძლებლობა მისცა. როგორც მაგთისა და მეხუთე თაობის ქსელის მომხმარებელი ანა ჩეკურიშვილი აღნიშნავს, მისთვის ინფორმაციის მიღება, ვიდეოების ყურება და ფაილების გადმოწერა-ატვირთვა ახლა ბევრად უფრო გამარტივდა:
„ჩემთვის ონლაინ კომუნიკაცია, სწავლა და ვარჯიში უფრო კომფორტული გახდა, რაც დროისა და ენერგიის დაზოგვაში მეხმარება. მაგთის 5G ინტერნეტი მაძლევს შესაძლებლობას, საჭირო ინფორმაცია უმოკლეს დროში მივიღო. ასევე, სამუშაო პროცესიც უფრო მოქნილი გახდა, რადგან ზუსტად და დროულად შემიძლია დავუკავშირდე სხვა ადამიანებს, გავაგზავნო ან მივიღო დოკუმენტები და ჩემი საქმეები უფრო მარტივად და ეფექტურად დავგეგმო. სამუშაოდ ხშირად ვიყენებ სმარტფონს, შესაბამისად ჩემთვის 5G-ის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა ანა ჩეკურიშვილმა, რომლის საქმიანობის ძირითადი ნაწილი კონტენტის მენეჯმენტსა და სოციალური მედია კონტენტის შექმნასა და სხვადასხვა არხის მართვას მოიცავს.
მაგთის 5G ინტერნეტის მოხმარების გამოცდილებას გვიზიარებს ასევე კონტენტ კრეატორი მარიამ მენაბდიშვილი, რომელიც თავისი საქმიანობის ნაწილს სმარტფონის გამოყენებით ასრულებს:
„თანამედროვე ადამიანს ძალიან სჭირდება სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი, განსაკუთრებით კი მათ, ვინც სოციალური თუ ტრადიციული მედია არხებისთვის კონტენტს ქმნის. მაგთის მიერ 5G-ის დანერგვამ მნიშვნელოვნად გამიმარტივა საქმე: უფრო სწრაფად ვახერხებ დიდი ზომის ფაილების ჩამოტვირთვა-ატვირთვას და უკვე შემიძლია, საქმიან შეტყობინებებზე შეფერხებების გარეშე დავაბრუნო პასუხი ნებისმიერი ადგილიდან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინტერნეტის ხარისხი და უწყვეტობა, რის საშუალებასაც მაგთის 5G მაძლევს. აქამდე თუ ეს გამოცდილება უცხოეთში მოგზაურობისას მქონდა, ახლა მიხარია, რომ საქართველოშიც შემიძლია სწრაფი ინტერნეტით სარგებლობა“, - აღნიშნა მან.
მაგთის უახლესი თაობის 5G ქსელი ხელმისაწვდომია თითქმის მთელს საქართველოში და როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეტაპობრივად ხდება არეალის გაფართოება, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტ აბონენტს ექნება მეხუთე თაობის ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა.
(R)