1-ელ კვარტალში ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 709 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავეს - დეტალები

2025 წლის 1-ელ კვარტალში, საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 451 გემი შემოვიდა. ამის შესახებ „საქსტატის“ მონაცემებიდან ვიგებთ.

აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში შემოსული სპეციალიზებული გემების რაოდენობა, გასული წლის ამავე პერიოდის ოდენობას, 2.6-ჯერ აღემატება.

გემების 50.1% (226 ერთეული) - გენერალური ტვირთის გადამზიდი, 22.2% (100 ერთეული) - თხევადი ტვირთმზიდი; 18.2% (82 ერთეული) - კონტეინერმზიდი; ხოლო 9.5% (43 ერთეული) ნაყარ ტვირთმზიდებსა და სპეციალიზებული გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ წლის 1-ელ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 709 ათასი ტონა ტვირთის გადაამუშავა, რაც გასული წლის ამავე პერიოდზე 9.2%-ით მეტია. ტვირთის 52.5% გენერალური გახლდათ, 28.8% - თხევადი; 18.7% კი - ნაყარი.

ინფორმაციისთვის: აღნიშნულ გემთა 18.2% პანამის დროშით იყო წარმოდგენილი, 16.6% - თურქეთის, 10.2% - მალტის, 8.4% - ლიბერიის, დანარჩენი 46.6% კი სხვა ქვეყნებზე ნაწილდებოდა.

ირაკლი ფოფხაძე