თბილისის არქიტექტურა და "ხუშტურზე წარმოებული" მშენებლობები

"ფაქტია, რომ ასეთი ნებართვებიც გაიცემა"

4 მეგობარი ზის, ბანქოს თამაშობს და თან კონიაკს მიირთმევენ. წამოიჭრა თემა, ღვთიური პროფესია რომელიაო? მათგან ერთი ექიმია, მეორე - იურისტი, მესამე - არქიტექტორი და მეოთხე - პოლიტიკოსი.  იურისტმა თქვა, ღმერთი იურისტი იყო, ადამი და ევა სამოთხეში ცხოვრობდნენ, აკრძალული ხილი შეჭამეს, კანონი დაარღვიეს, ღმერთმა ეს გაიგო, გაასამართლა და სამოთხიდან გამოასახლაო. ექიმმა თქვა: სანამ ევა გაჩნდებოდა, მარტო ადამი იყო, ღმერთმა ნეკნი გამოაძრო და იმ ნეკნისგან ქალი შექმნა, ხორცი შეასხა, ეს ქირურგიული ჩარევაა, ღმერთი ექიმი იყოო. მერე არქიტექტორმა თქვა, სანამ ღმერთი სამყაროს შექმნიდა, მანამდე ქაოსი იყო, ამ ქაოსიდან შექმნა სამყარო, ყველაფერი დაალაგა, ღმერთი არქიტექტორი იყოო. პოლიტიკოსმა იფიქრა, იფიქრა და უეცრად არქიტექტორს მიუბრუნდა, - როგორ თქვი, სანამ ღმერთი სამყაროს დაალაგებდა, მანამდე რა იყოო? - ქაოსი, უპასუხა არქიტექტორმა. ჰოდა, ეგ ქაოსი პოლიტიკოსების შექმნილიაო.

მართლა ქმნიან თუ არა პოლიტიკოსები ქაოსს? დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია. ეს ანეკდოტი ერთმა არქიტექტორმა მიამბო და საჭიროდ ჩავთვალე, თქვენთვის მომეთხრო. ქვეყანაში მშენებლობის სფეროში ბევრი რამ დასალაგებელი და გადასახედი რომ არის, ამაზე სპეციალისტები ღიად საუბრობენ. ქალაქში ბევრი შენობა შენდება, მაგრამ როგორია მშენებლობის და გამოყენებული სამშენებლო მასალის ხარისხი? ეს ის თემაა, რომლის უგულებელყოფაც არ უნდა მოხდეს, რადგან პირდაპირ ადამიანის სიცოცხლესა და მის ჯანმრთელობას ეხება.

ნიკო კახეთელიძე, ურბანისტი:

- ეს დღეები ინტერვიუებზე უარს ვამბობდი. თემას ხშირ შემთხვევაში სრულიად სხვა მიმართულებას აძლევენ. საჭიროა პრაგმატული, ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.

- თქვენ არქიტექტორი, ურბანისტი ბრძანდებით. როგორია თქვენი თვალით დანახული მშნებლობები ამ ქალაქში? რადენად იცავენ ნორმებს?

- არ მაქვს იმის უფლება, რომ კონკრეტული მშენებლობა მოვიყვანო მაგალითად და გითხრათ, რომ ეს სახლი არ ვარგა, თუ მთელი რიგი კვლევებისა არ მაქვს ნანახი. ამ თემაზე ყოველთვის ანგარიშზე დაყრდნობით ვლაპარაკობ. "არ ვარგა", "არ უნდა გაკეთდეს", იოლი სათქმელია. რომ ამბობ, უნდა დაასაბუთო. წესით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც არქიტექტურის სამსახურში შედის, უნდა განიხილონ. გადაწყვეტილების მიღება ამის შემდეგ უნდა მოხდეს.

- გამოსასწორებელს რას ხედავთ?

- უამრავი რამ არის გამოსასწორებელი. პირველ რიგში ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციები, ურთულესი სიტუაციაა. ამას ვინ უყურებს საერთოდ? ერთი კომუნალური მეურნეობის ექსპერტი მაჩვენეთ, რომელიც იტყვის, ამ ქალაქში რა ხდება. კომუნალური მეურნეობა სასწრაფოდ მიხედვას საჭიროებს. კვლევებზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ზოგიერთი თავისსავე არქიტექტურის სამსახურშიც არ არის დამტკიცებული და ნებართვა არ არის გაცემული. ამას ვლაპარაკობ წლებია. გეოლოგიური კვლევები არ არსებობს. სულ არ მინდა კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობაში მიცემა. ეგეთი ბუნების კაცი არა ვარ, მაგრამ ამ ქვეყანაში ერთხელ დამნაშავის დასჯის პრეცედენტი თუ არ შეიქმნა, სულ ასე ვიქნებით და არაფერი გვეშველება. რიგით მოქალაქეს არ შეუძლია შეაფასოს, კონკრეტული პროექტი კარგია თუ ცუდი. მხოლოდ შეიძლება შეაფასო იმის მიხედვით, აქვს თუა არა ნებართვა არქიტექტურის სამსახურიდან, გამოკვლეულია თუ არა გარემოზე ზემოქმედების საკითხი, გეოლოგიური დასკვნა და ა.შ.

იხილეთ სრულად