ბოშების ახალი თაღლითობები

როგორ ბრუნდება ნაგავში გადაყრილი ტარა ჩვენს ბინებში

...ისინი ქართულად ლაპარაკობენ, მაგრამ შესამჩნევი აქცენტით. აშკარად საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ბოშები არიან, რომელთა "ბიზნესინტერესები" საგრძნობლად დააზარალა ჩვენს ქვეყანაში გამეფებულმა საყოველთაო სიდუხჭირემ - ქუჩაში სავაჭროდ ხომ უამრავი ქართველი ქალიც გამოვიდა... მყიდველს ვერ გაამტყუნებ: როცა ქუჩაში სავაჭროდ ლამის მთელი ქალაქია გამოსული, ურჩევნია, გარეგნულად მოწესრიგებული ქართველი ქალისგან შეიძინოს საჭირო პროდუქცია, ვიდრე საეჭვო გარეგნობისა და რეპუტაციის მქონე ბოშებისგან...

ჯემალი, ქემალი და ვაშლები

თემიდან გადავუხვევ და ერთ მაგალითს მოვიყვან ჩემი საბჭოთა ბავშვობიდან. მაშინ არასრული საშუალო განათლების მიღება მართლაც, ყველასთვის სავალდებულო იყო და ბოშებიც კი მოჰყავდათ ძალით სკოლაში. მათ არაფერში სჭირდებოდათ არც ალგებრა-გეომეტრია და არც ენათმეცნიერების საფუძვლები, მაგრამ მაინც... ორი ასეთი ბოშა - ჯემალი და ქემალი ჩემს კლასშიც დასვეს. მართალია, გაკვეთილებს კვირაში ერთხელ თუ დაესწრებოდნენ და ისიც, კლასის ხელმძღვანელის დიდი მცდელობის შედეგად, რომელიც ქუჩა-ქუჩა დასდევდა მათ, მაგრამ ამ "გასტროლსაც" თავის სასარგებლოდ იყენებდნენ - დეფიციტურ საღეჭ რეზინასა და ჭრელა-ჭრულა სათამაშოებს ნაცნობობით, შედარებით იაფად გვაძლევდნენ.  რაც მთავარია, როგორც უნდა ეტრიალებინა მათემატიკის მასწავლებელს - ერთს რომ მეორე ვაშლი მივუმატოთ, რამდენიაო? - მუნჯებივით იდგნენ და გვერდზე იხედებოდნენ. სამაგიეროდ, თუ ვაშლებს მანეთებით შეცვლიდა მიხვედრილი პედაგოგი, რატომ ათასებსა და მილიონებს არ აჯამებდნენ და ამრავლებდნენ!..

ბოშური თაფლი, ზეთი და შამპუნი...

ქუთაისელი ბოშები მილიონერები არც არასოდეს ყოფილან, მიუხედავად იმისა, რომ ფულის მოპოვებას ყველა დროში ერთნაირი აზარტითა და მონდომებით ცდილობდნენ, ამისთვის კი არც თაღლითობას ერიდებოდნენ. ნათქვამია, - ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და როგორც ჩანს, დღემდე ვერ მოიშალეს სისხლში გამჯდარი ჩვევა. ასეა თუ ისე, ბოშები და მათი მსგავსი თაღლითები მაღალსართულიან კორპუსებს სტუმრობენ და მაცხოვრებლებს ძირითადად, სამი დასახელების საქონელს სთავაზობენ: მინის ქილებში ჩასხმულ "თაფლს", "კახურ" ზეთს და სხვადასხვა დასახელების "შამპუნს" - რაღა თქმა უნდა, ბევრად იაფად, ვიდრე მარკეტებსა და ბაზრობებზე ღირს.

მაგალითად, სამლიტრიანი ქილით "ნატურალური თაფლი" რვა ლარად "დაუთმო" ერთმა გამყიდველმა ეთერ კ-ძის ოჯახს იმ მოტივით, რომ რაიონში ეჩქარებოდა დაბრუნება და ავტობუსზე აგვიანდებოდა.  მიხვდით ალბათ, რომ ქილაში თაფლის ნაცვლად, გაურკვეველი შემადგენლობის მასა ესხა და მხოლოდ თავზე ჰქონდა მოსხმული ასიოდე გრამი ნატურალური პროდუქტი, რომლის სუნმაც აცდუნა მყიდველი...

თაფლში არეული "შხამით" მხოლოდ ოჯახის უფროსი მამაკაცი მოიწამლა და საბედნიეროდ, მსუბუქად...

იხილეთ სრულად