მაღაზია H&M-ი „გალერია თბილისში“ მაღაზიას დროებით კეტავს

მაღაზია H&M-ი „გალერია თბილისში“ მდებარე მაღაზიას დროებით კეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელი თავად ავრცელებს.

როგორც კომპანიის „ფეისბუკ“ გვერდზე ვკითხულობთ, ამის მიზეზი, განახლება და სარემონტო სამუშაოებია.

„გაცნობებთ, რომ H&M-ი „გალერია თბილისში“ მდებარე მაღაზიის განახლებას იწყებს. სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, მაღაზია რამდენიმე თვით იხურება. მალე დავბრუნდებით განახლებული დიზაინითა და სიახლეებით,“- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, H&M-ის სხვა ფილიალები, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

ნინი ქეთელაური