მგზავრს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი შემოჰქონდა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მგზავრს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი შემოჰქონდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის "სარფის" მებაჟე ოფიცრებმა მგზავრის ბარგში 560 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი პრეპარატი აღმოაჩინეს. "28 ივლისს, "სარფის" ტერიტორიაზე შემოსული საქართველოს მოქალაქე მ.ა.-ის რისკის პროფილის საფუძველზე პირადი დათვალიერებისას, 560 აბი აცტიფედი იპოვეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.