2025 წლის იანვარ-აპრილში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 586 001 ლარი შეადგინა, რაც ორჯერ, 53%-ით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აპრილში აღნიშნულისთვის 1 237 080 ლარის ჯარიმა დაიწერა.
ამასთან, წელს 4 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, შემცირებულია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალიც. მონაცემების მიხედვით, აღნიშნულიდან წელს იანვარ-აპრილში ბიუჯეტში 104 412 034 ლარი შევიდა, 2024 წლის იგივე პერიოდში 126 885 554 ლარი.
ცნობისთვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.