რა ვალდებულებები ეკისრებათ შინაური ცხოველების მეპატრონეებს და რას შეამოწმებენ მონიტორები ბინაზე

პატრონიანი ცხოველების კარდაკარ მონიტორინგი იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

მათი განმარტებით, მონიტორინგის მიზანი პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების გაუმჯობესება და მეპატრონეების ცნობიერების ამაღლებაა.

რა ვალდებულებები ეკისრებათ შინაური ცხოველების მეპატრონეებს?

ამასთან, სააგენტოს ცნობითვე, პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლები პატრონიანი ცხოველების მონიტორინგს კარდაკარ განახორციელებენ.

„ჯგუფები წინასწარ შედგენილი მარშრუტით გადაადგილდებიან და შეამოწმებენ შემდეგ საკითხებს:

სააგენტო შემოწმებული მეპატრონეების მონაცემთა ბაზას შეადგენს, სადაც თითოეული მეპატრონე აღირიცხება და დარღვევ(ებ)ის აღმოჩენის შემთხვევაში, ის განმეორებით გადამოწმდება.

სააგენტოს თანამშრომლები პატრონებს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თავიანთი ცხოველების ჩიპირებისა და რეგისტრაციის მომსახურებას ადგილზე შესთავაზებენ,“ - აღნიშნულია ცხოველთა მონიტორინგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი