პარიზის Disneyland-ს ფასების გამო უჩივიან

პარიზის Disneyland-ს უჩივიან. საქმე ფასებს ეხება. Financial Times-ის ცნობით, გასართობ პარკში შესვლის ფასი ფრანგი და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის განსხვავდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიამ მომხმარებელთა არაერთი საჩივარი უკვე მიიღო.

ბრიტანელები ამბობენ, რომ ისინი პარიზის Disneyland-ში შესასვლელად 15 პროცენტით მეტს იხდიან, ვიდრე ადგილობრივები. ბილეთი ფრანგი ვიზიტორისთვის 1,346 ევრო ღირს, ბრიტალებისათვის - 1,870, ხოლო გერმანელებისთვის - 2,447 ევრო. ევროკომისიის ცნობით, პარიზის Disneyland-ი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს იგივე ფასად ბილეთის შეძენის უფლებას არ აძლევს, რაც მომხმარებლის დისკრიმინაციაა და ევროპულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

"მაინტერესებს პასუხები და განმარტებები. რა სამართლებრივი არგუმენტი არსებობს იმისა, რომ მსგავს პრაქტიკას მიმართავენ", - განაცხადა ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში, ელჟბეტა ბიენკოვსკამ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთს გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართეს.