"ტექნო ბუმში" სეზონურ ტექნიკაზე სალიკვიდაციო ფასები იმოქმედებს

"ტექნო ბუმში" ტექნიკის სრულ ასორტიმენტზე - 50%-მდე ფასდაკლებები, ხოლო სეზონურ ტექნიკაზე სალიკვიდაციო ფასები იმოქმედებს.

კომპანიის ინფორმაციით, დღეს 18:00-დან 23:00 საათამდე, ხოლო 30 და 31 ივლისს კი 10:00-დან 21:00 საათამდე კომპანია ტექნიკის სრულ ასორტიმენტზე თვის ბოლო გრანდიოზულ 50%-მდე ფასდაკლებას აცხადებს, ხოლო სეზონურ ტექნიკაზე სალიკვიდაციო ფასები იმოქმედებს. აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს ძალიან დაბალ ფასად შეეძლებათ შეიძინონ: გაზქურები, მაცივრები, ტელევიზორები, სარეცხი მანქანები, სმარტფონები, პლანშეტური კომპიუტერები, წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მაგალითად, ჩაიდნები, უთოები, მიქსერები, ჩოპერები - 19 და 29 ლარი ეღირება, გაზქურები - 299 ლარი, სარეცხი მანქანები – 499 ლარი, მაცივრები - 239 ლარი, ბლენდერები - 39 ლარი, წვენსაწურები, პურის საცხობები და ხორცის მანქანები კი 99 ლარიდან გაიყიდება. გარდა ამისა, სალიკვიდაციო ფასები ვრცელდება სეზონურ ტექნიკაზე - კონდიციონერებზე. 730 ლარიან კონდიციონერს მხოლოდ 499 ლარად შეიძენთ, ხოლო 800 ლარიან კონდიციონერს, რომელიც 40 კვ.-ზეა გათვლილი - 599 ლარად, 60 კვ. მეტრ ფართობზე გათვლილ 1120 ლარიანი კონდიციონერს 899 ლარად შეიძენთ, ხოლო 1500 ლარიანი კონდიციონერის ფასი, რომელიც 80 კვ-ზეა გათვლილი, 1179 ლარი იქნება.

ფასდაკლებასთან ერთად, ყველა მომხმარებლისთვის ასევე იმოქმედებს სტანდარტული საბანკო განვადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბრენდისა და მოდელის ტექნიკას სალიკვიდაციო ფასად შეიძენთ და 0%-იანი საბანკო განვადებითაც ისარგებლებთ.

სალიკვიდაციო ფასები "ტექნო ბუმის" ყველა ცენტრში: თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში იმოქმედებს.