მსოფლიომ კიდევ ერთი მილიარდერი დაკარგა

ყველაზე მდიდარი პოლონელი, ცნობილი მაგნატი იან კულჩიკი გარდაიცვალა. ამის შესახებ პოლონური მედია იტყობინება. 65 წლის იან კულჩიკი 2002 წლიდან ყველაზე მდიდარი პოლონელების სიაში იყო. ბოლო რამდენიმე წელი კი ის ქვეყნის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი გახლდათ. მისი ქონება 16 მილიარდ პოლონურ ზლოტს შეადგენს.

კულჩიკი კომპანია "კულჩიკ ჰოლდინგის" და საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფ "კულჩიკ ინვესტმენტის" მფლობელი იყო. იგი სხვა ქვეყნებშიც აქტიურად მუშაობდა, მათ შორის ევროპის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოებში. კულჩიკი ჩართული იყო ენერგო, ნავთობისა და გაზის, ინფრასტრუქტურისა და ასევე უძრავი ქონების ბიზნესში. აქტიურად თანამშრომლობდა ასევე უკრაინასთან. რუსული გაზის მიწოდების კუთხით უკრაინაში შექმნილი კრიზისის დროს, კულჩიკმა კიევს პოლონური გაზის და ქვანახშირის მიწოდება იაფად შესთავაზა.