თინა ხიდაშელი: ბიძინა ივანიშვილი დაჭრილი სამხედროების მკურნალობას ერთი მილიონით დააფინანსებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაჭრილი სამხედროების მკურნალობას 1 მილიონით დააფინანსებს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხონში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს კაპრალ დავითაიას მკურნალობა უნდა დაეფინანსებინა, თუმცა იგი გარდაიცვალა. "როცა მინისტრად დავინიშნე, ბიძინა ივანიშვილს პირადად ვთხოვე კაპრალ დავითაიას მკურნალობის დაფინანსება, რომელიც 1 მილიონი ჯდებოდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვასწარით და კაპრალი გარდაიცვალა, თუმცა დაჭრილი სამხედროების მკურნალობის დაფინანსებაზე შემოთავაზებას ბიძინა ივანიშვილი ღიად ტოვებს, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბევრ ჯარისკაცს, რომელსაც მკურნალობა სჭირდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ჯარისკაცი სამკურნალოდ თურქეთში უკვე გაემგზავრა.