მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა. კობახიძე განცხადებას 11:00 საათზე გააკეთებს.

ის, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს წარადგენს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.