ხვალიდან აჭარა ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის

ხვალიდან აჭარა ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. 30 ივლისს, 10:00 საათზე, მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება ქალაქ ბათუმში, ხულოში, ქედაში და შუახევში.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლიდან გამომდინარე, აჭარის მცხოვრებლებს დაახლოებით 20 არხის მაღალი ხარისხით ყურების შესაძლებლობა ექნებათ. რეგიონის მოსახლეობას ხვალიდან ციფრული მაუწყებლობის საშუალებით მიეწოდება საზოგადოებრივი მაუწყებელი, "რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო", "პალიტრა TV", "GDS" და სხვა არხები.

6 აგვისტოს, 10:00 საათზე მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო მაუწყებლობის გადამცემი სადგურები გაითიშება ქალაქ ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში და ჯვარში. საქართველოს მასშტაბით გაციფრულების პროცესი 25 აგვისტოს დასრულდება.