Tesla-ს ინვესტორთა ჯგუფი მასკს მოუწოდებს, კომპანიის მართვას კვირაში მინიმუმ 40 საათი დაუთმოს

Tesla-ს ინვესტორთა ჯგუფი ილონ მასკს მოუწოდებს, კომპანიის მართვას კვირაში მინიმუმ 40 საათი დაუთმოს. მათ მასკის ყურადღება გაყიდვებისა და აქციების ფასის არასტაბილურობის დასარეგულირებლად აუცილებლად მიაჩნიათ.

„როგორც ჩანს, ბატონი მასკის დრო და ყურადღება, მისმა სხვა საქმიანობებმა, ჩვენი კომპანიისგან სხვა რაღაცებზე გადაიტანა. Tesla-ში მიმდინარე კრიზისი მკვეთრად ხაზს უსვამს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის არყოფნითთ გამოწვეულ გრძელვადიან პრობლემებზე. ამ ყველაფერს ემატება საბჭო, რომელსაც აშკარად არ სურს, კომპანიის ყველა აქციონერის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს.

Tesla იმსახურებს აღმასრულებელ დირექტორს, რომლის დრო და ყურადღება მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისკენ არის მომართული“, - ნათქვამია წერილში, რომელიც CNN-მა გაავრცელა და ხელს აწერენ აქციონერები, რომლებიც ჯამურად Tesla-ს 7.9 მლნ აქციას ფლობენ - კომპანიის აქციები სულ 3 მლრდ-ზე მეტია.

მასკი Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2008 წლიდან იკავებს და მისი მთავარი საჯარო სახეა. როდესაც წარსულში კომპანიას პრობლემები ჰქონდა, იგი პრესასთან აცხადებდა, რომ ქარხნის იატაკზე ეძინა და ღამის ყველა საათს პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობას უთმობდა.

ირაკლი ფოფხაძე