Numbeo-ს გამოთვლებით, თბილისში მცხოვრებ ადამიანს კვებისთვის დღიურად საშუალოდ 18.49 ლარი სჭირდება, რაც 31-დღიან თვეში 573.25 ლარი გამოდის.
გთავაზობთ ერთ ადამიანზე 18.49-ლარიან იმ რაციონს, რომელიც 2 400 კალორიას შეიცავს და დასავლური სტილის საკვებით არის შედგენილი.
14 სასმლისა და საკვებისგან შემდგარი რაციონი, როგორც აღვნიშნეთ, 2 400 კალორიას შეიცავს და, თბილისის ფასებით, დღიურად მისით გამოკვება 18.49 ლარი ჯდება.
მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს რომ შევადაროთ: ერევანში კაცი დღიურად, ზუსტად ამავე რაციონით, დაახლოებით 20.35 ლარის ექვივალენტით გამოიკვებება; ბაქოში - 15.47 ლარის; ანკარაში - 21.42 ლარის; ხოლო მოსკოვში - 22.71 ლარის.