რატომ უნდა გადახვიდე საცხოვრებლად დიღომი 8-ში?

თბილისი მრავალფეროვანი ქალაქია თავისი ისტორიით, ხასიათითა და უბნების სხვადასხვანაირი აურით. თუმცა ბოლო წლებში მკვეთრად იჩინა თავი ერთმა ტენდენციამ: ადამიანები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა რაიონში ცხოვრობდნენ, დღეს სულ უფრო ხშირად იღებენ ერთსა და იმავე გადაწყვეტილებას, გადმოვიდნენ თბილისის ცენტრთან ახლოს, კერძოდ დიღომი 8-ში.

დიღომი 8 მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, რომელიც ხასიათდება უნიკალური მიკროკლიმატით, აქ არის უფრო სუფთა ჰაერი, ნაკლები მტვერი და ხმაური, მეტი სიმწვანე.

უბანში ხელმისაწვდომია ყველა საჭირო სერვისი, რაც მცხოვრებლებისთვის სრულ კომფორტს ქმნის. უბანში არის „თბილისი მოლი“, სკოლები, ბაღები, კლინიკები, სპორტდარბაზები, კაფეები და მაღაზიები. რაც მთავარია, ყველა ობიექტი ფეხით სავალ გზაზეა. შედეგად მეტ დროს ვზოგავთ და საცობებში აღარ ვდგავართ.

თუ თბილისი ცენტრში კვ.მ. ფასი ხშირად 2500$-ს აჭარბებს, დიღომი 8-ში თანამედროვე პროექტებში 1400$–დან იწყება. იმის გათვალისწინებით, რომ უბანში ყველა სერვისი ხელმისაწვდომია, არის გამწვანება, ჯანსაღი ჰაერი, სიმშვიდე, ქალაქის ცენტრამდე კი სულ რამდენიმე წუთის სავალია, დიღომი 8 საცხოვრებლადაც და საინვესტიციოდაც იდეალური საცხოვრებელი ადგილია.

უბანში უძრავ ქონებაზე ფასის ზრდის ტენდენცია კი მკვეთრად პოზიტიურია და სავარაუდოა, რომ აქ ერთი კვ.მ-ის ფასი 2500$-ს მიაღწევს. შესაბამისად, ახლა საუკეთესო დროა საინვესტიციოდ.

დიღომი 8 თავისი უნიკალური მდებარეობიდან გამომდინარე ერთ-ერთ საუკეთესო საცხოვრებელ უბნად იქცა. ადამიანები მასზე არჩევანს აკეთებენ სიმშვიდის, ესთეტიკისა და მოწესრიგებული გარემოს გამო. ახალ პროექტებში ჭარბობს მინიმალისტური დიზაინი, ბუნებრივი განათება და ეზოებზე ორიენტირებული არქიტექტურა.

დიღომი 8-ს მთავარი ხიბლი ის არის, რომ არ ხარ თბილისს მოწყვეტილი, ახლოს ხარ ქალაქის ცენტრთან და ურბანული ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ყველა სერვისით სარგებლობ.