რუსეთი მზესუმზირის ზეთის ექსპორტს 2024/25 სეზონურ წელს მოსალოდნელ 5.0 მლნ ტონიდან 2025/26 სეზონურ წელს 5.2 მლნ ტონამდე გაზრდის.
ამის შესახებ რუსეთის ზეთისა და ცხიმპროდუქტების კავშირის განცხადებაში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.
სოიოს ზეთის მიწოდება 0.7 მლნ ტონიდან 1.0 მლნ ტონამდე, რაფსის ზეთის 1.5 მლნ ტონიდან 2.1 მლნ ტონამდე გაიზრდება, ხოლო სელის ზეთი 0.1 მლნ ტონის მოცულობამდე დარჩება.
საერთო ჯამში, ზეთოვანი კულტურებისა და მათი გადამუშავებული პროდუქტების წარმოება 2024/25 სეზონური წლის 31.6 მლნ ტონიდან ახალ სეზონზე 33.8 მლნ ტონამდე გაიზრდება, რაც გადამუშავების სიმძლავრის 32.1 მლნ ტონიდან 35.6 მლნ ტონამდე გაზრდის ფონზე მოხდება.
ცნობისთვის: 2024 წელს რუსეთი მსოფლიოში მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი ექსპორტიორი იყო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ