მთავრობა რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის სუბსიდირების გეგმას დაამტკიცებს

მთავრობა რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების შედეგად გამოწვეული სხვაობის დასაფარად სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სუბსიდირების გეგმას დაამტკიცებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.  "მას შემდეგ, რაც ელექტროენერგიაზე რეგიონებისთვის დაკორექტირდა სამომხმარებლო ტარიფი, ჩვენ გადავწყვიტეთ სოციალურად დაუცველი ფენისთვის ეს აგვერიდებინა და 70 000 ქულაზე ნაკლები შეფასების მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ტარიფის ცვლილებით გამოწვეულ სხვაობას სახელმწიფო დაფარავს", - აღნიშნა პრემიერმა.