კოლუმბიის სიდიდით მეორე ქალაქი, მედელინი, რომელიც 30-40 წლის წინ მხოლოდ პაბლო ესკობარის ნარკოკარტელთან ასოცირდებოდა, მსოფლიოს ყველაზე მწვანე ქალაქია.
ეს ტიტული ქალაქს Time Out-ის ბოლოდროინდელი კვლევის შედეგების მიხედვით მიენიჭა.
გამოცემის ექსპერტებმა მსოფლიოს მასშტაბით 18.500 ადამიანი იმის შესახებ გამოჰკითხეს, თუ რამდენად კმაყოფილი იყვნენ თავიანთ ქალაქებში გამწვანების დონით.
მედელინი რეიტინგის სათავეში იმიტომ მოხვდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის 92% მწვანე ზონების მასშტაბებითა და ბუნებასთან წვდომის სიმარტივით კმაყოფილია.
კვლევის ავტორების შეფასებით, მედელინი „ცნობილია, როგორც „მარადიული გაზაფხულის ქალაქი,“ სადაც პასატური (ქარიანი) ტროპიკული კლიმატის შედეგად დღის განმავლობაში ტემპერატურა მუდმივად მაღალია. თუმცა ქალაქს სიგრილის შენარჩუნებაში სწორედ სიმწვანე ეხმარება. 2016 წელს მედელინის გაშლილ და მეტად ცხელ ბეტონის ქუჩებში „მწვანე დერეფნების“ დამატების პროექტი დაიწყო და პირველივე სამი წლის განმავლობაში ქალაქის საერთო ტემპერატურა 2 გრადუსით დაეცა.“
ამასთან, მედელინის ცენტრში მდინარისპირა პარკების ქსელია, რომელიც 280 ხეს და 38.052 კვადრატულ მეტრ მწვანე სივრცეს მოიცავს. ქალაქის გარეთ, ასევე, უამრავი ბუნებრივი სივრცეა, როგორიც არის, მაგალითად, რიო-კლაროს ხეობა განსაცვიფრებელი ნაკრძალით, სადაც ბანაობა ან წყლის სპორტით დაკავება არის შესაძლებელი.
რეიტინგში მეორე ადგილი ამერიკულმა ქალაქ ბოსტონმა დაიკავა, რომელმაც მწვანე სივრცეებთან ქვეითად ხელმისაწვდომობის გამო განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, ხოლო წამყვან სამეულს ავსტრალიის ქალაქი, სიდნეი ხურავს.
მწვანე სივრცეების მასშტაბებითა და ბუნებაზე ხელმისაწვდომის მხრივ მსოფლიოს საუკეთესო 20 ქალაქია:
მოამზადა ლადო სულაბერიძემ