2024 წელს, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა წლიურად 280 000-ით, ანუ 6.48%-ით გაიზარდა და 4.6 მლნ შეადგინა. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშში ვკითხულობთ.
აბონენტების რაოდენობის მიხედვით, მობილური ოპერატორების საბაზრო წილები 2023 წელთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა და შემდეგნაირად გადანაწილდა: „მაგთიკომი“ – 41%; „სილქნეტი“ – 35%; „სელფი მობაილი“ – 23% და „ჰალო“ – 0.5%.
კომპანიების მიხედვით, 2024 წელს, „მაგთიკომს“ 1.84 მილიონი ფიზიკური პირი და 680 000 იურიდიული პირი აბონენტი ჰყავდა; „სილქნეტს“ – 1.60 მილიონი ფიზიკური პირი და 570 000 იურიდიული; „სელფი მობაილისთვის“ ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა 1.12 მილიონს შეადგენდა, ხოლო იურიდიული - 300 000-ს; „ჰალოს“ მხოლოდ ფიზიკური პირი აბონენტები ჰყავდა და მათი რაოდენობა 30 000 იყო.