ჰიბრიდული მუშაობის პოპულარობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ე.წ. "სამუშაო შვებულებას" (workcation), რომელიც აერთიანებს მუშაობას და დასვენებას.
თუ პროფესია ხელს გიწყობთ, შეგიძლიათ რამდენიმე თვე (ან თუნდაც წელზე მეტი) დარჩეთ ერთ კონკრეტულ ადგილას. თუმცა, დამოკიდებული იმაზე, თუ რა ტიპის ვიზები არსებობს.
ეს იდეა ნამდვილად მიმზიდველად ჟღერს და სწორედ ამიტომ International Workplace Group-მა გამოავლინა საუკეთესო ქალაქები ციფრული ნომადებისთვის. (ტერმინი – ციფრული ნომადი, იმ ადამიანებს მიესადაგება, რომლებიც სრულად დისტანციურად მუშაობენ და საკუთარ დროს, როგორც წესი, მოგზაურობაში ატარებენ).
რეიტინგი ეყრდნობა სხვადასხვა კრიტერიუმს, მათ შორის კლიმატს, ტრანსპორტს, საცხოვრებელი ხარჯებსა და ინტერნეტის სიჩქარეს.
ბუდაპეშტი, უნგრეთი
ბუდაპეშტი პირველ ადგილს იკავებს. მას მაღალი შეფასებები აქვს მიღებული ტრანსპორტისა და საცხოვრებლის ფასების, ინტერნეტის სიჩქარისა და მოქნილი სამუშაო სივრცეების ხელმისაწვდომობის მხრივ. ქალაქი ორ ნაწილად იყოფა დუნაის მდინარით და ცნობილია თავისი რომანტიკული არქიტექტურით, მყუდრო ქუჩებითა და ლამაზად განათებული ხედებით.
არაევროკავშირის მოქალაქეებს შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი ერთწლიანი ციფრული ნომადის ვიზაზე, რომელიც კიდევ ერთი წლით შეიძლება გახანგრძლივდეს - ოღონდ იმ პირობით, რომ ისინი თვეში მინიმუმ 3 350 დოლარს გამოიმუშავებენ.
ბარსელონა, ესპანეთი
ბარსელონა - კატალონიის ისტორიული დედაქალაქი და ესპანეთის ყველაზე ხშირად მონახულებული ქალაქი, რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს რიო დე ჟანეიროსთან ერთად. ის განლაგებულია მთებსა და ზღვას შორის და ცნობილია თავისი უნიკალური არქიტექტურით, შესანიშნავი გემოს კულტურით, აყვავებული ღამის ცხოვრებით და ურბანული პლაჟებით.
სრულად გასაგებია, რატომ გახდა ქალაქი ასეთი პოპულარული ჰაბი დისტანციურად მომუშავეებისთვის.
ესპანეთის დისტანციური სამუშაო ვიზა აძლევს არაევროკავშირის/EEA ქვეყნების მოქალაქეებს საშუალებას, იცხოვრონ და იმუშაონ ქვეყანაში მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ეს ვიზა განახლებადია ხუთ წლამდე ვადით.
ამისთვის აუცილებელია მინიმუმ 2 680 დოლარის ან მეტის თვიური შემოსავალი.
რიო დე ჟანეირო, ბრაზილია
რიო დე ჟანეირომ მაღალი შეფასება მიიღო საცხოვრებლის, კვების, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობისა და სწრაფი, მაგრამ იაფი ინტერნეტის სიჩქარისთვის.
ბრაზილიის ციფრული ნომადის ვიზა, რომელიც 2022 წელს ამოქმედდა, დისტანციურ მუშაკებს აძლევს საშუალებას დარჩნენ ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში (და შესაძლებელია კიდევ 12 თვით გაგრძელება).
საჭიროა მხოლოდ შედარებით მოკრძალებული 1 500-დოლარიანი თვიური შემოსავალი.
პეკინი, ჩინეთი
პეკინის მესამე ადგილი შესაძლოა, ბევრისთვის მოულოდნელი იყოს, რადგან აქ ციფრული ნომადის ცხოვრება გამოწვევების გარეშე არ არის.
სავიზო მოთხოვნები, ენობრივი ბარიერები და ინტერნეტზე მკაცრი ცენზურა ზოგისთვის სერიოზულ დაბრკოლებად იქცა.
ვინც პეკინში გრძელვადიან ცხოვრებას გეგმავს, შეუძლია გამოიკვლიოს უძველესი ჰუტონგის ქუჩები, მოინახულოს ლეგენდარული აკრძალული ქალაქი და დატკბეს მრავალფეროვანი საკვები კულტურით.
ლისაბონი, პორტუგალია
ლისაბონი ბოლო წლებში უკიდურესად პოპულარული მიმართულება გახდა და ამის მიზეზების პოვნა მარტივია. UNESCO-ს სიაში შეყვანილი მონასტერი, თბილ ფერებში გადაწყვეტილი მშვენიერი შენობები და ლეგენდარული ტრამვაები - ეს ქალაქი ნამდვილად სასიამოვნო და საინტერესოა სასეირნოდ.
არაევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ გრძელვადიანი დარჩენა, შეუძლიათ დაწერონ განაცხადი 12-თვიან ციფრული ნომადის ვიზაზე, რომლისთვისაც საჭიროა თვეში მინიმუმ 3 670 დოლარის გამომუშავება.
სინგაპური
ქალაქ-სახელმწიფო სინგაპური ცნობილია თავისი მდიდრული და მომავლის ხედვის მქონე ღირსშესანიშნაობებით, მათ შორისაა, გიგანტური სასტუმრო Marina Bay Sands, კულტურისა და გართობის კომპლექსი და განსაცვიფრებელი Gardens by the Bay.
თუმცა, ცენტრს მიღმაც უამრავი ლამაზი უბანი არსებობს, როგორიცაა ფერადი კატონის რაიონი და სხვა.
ბევრი ქვეყნის მოქალაქეს ვიზა არ ესაჭიროება 90 დღემდე დარჩენისთვის, ხოლო 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები კონკრეტული ქვეყნებიდან სარგებლობენ 6-თვიანი სამუშაო-სამოგზაურო პროგრამით.
უფრო ხანგრძლივი დარჩენის მსურველებისთვის კი ყველა ასაკის შემთხვევაში საჭიროა სამუშაო ვიზა, რომელიც დამოკიდებულია პროფესიულ კვალიფიკაციაზე და შემოსავალზე.
ჯაკარტა, ინდონეზია
ჯაკარტა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მეგაპოლისია — დინამიკური და სიცოცხლით სავსე ქალაქი, რომელსაც უნიკალურად ქაოსური ხიბლი აქვს.
გრძელვადიანი ვიზიტის მსურველებისთვის არსებობს 60-დღიანი ტურისტული ვიზა, რომელიც შეგიძლიათ ორჯერ გაახანგრძლივოთ.