საკონსულო მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა

საკონსულო მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. როგორც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვა 50 აშშ დოლარის ნაცვლად 20 დოლარი ეღირება. მისი გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც ამერიკულ, ასევე ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში.

აღსანიშნავია, რომ ძველი ტარიფი 2014 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა.

ბელა ნოზაძე