Google map-ი საცობების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით

Google map-მა რუკაზე ორგანიზაციების ყველაზე დატვირთული სამუშაო საათების შესახებ ინფორმაცია დაამატა. როგორც Google-ის დეველოპერები აცხადებენ, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადგილი გამოჩნდება რუკაზე, სადაც კონკრეტულ პერიოდში მისვლა გადატვირთულობის გამო სასურველი არ არის. მაგალითად, ოთხშაბათს ე.წ ლანჩის დროს მოსკოვის პლანეტარიუმში წასვლა არ ღირს, ვინაიდან ამ დროისათვის აღნიშნულ ლოკაციას ყველაზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

Google map-მა რუკაზე ასევე დაამატა მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში საცობების შესახებ ინფორმაციაც. ამგვარად მომხმარებელს საშუალება მიეცემა, გაიგოს რეალურ დროში, ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილას არის თუ არა საცობი.