თბილისის  3 ყველაზე სუფთა უბანი

ბოლო წლებში, თბილისის ზოგიერთი უბნის ეკოლოგიური მდგომარეობა მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ცენტრალური უბნები დაბინძურებულია ავტომობილის გამონაბოლქვითა და მტვრით, რაც ადამიანის ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახება.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ვითარება არ იცვლება, სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება იცხოვროს მწვანე ნარგავების გარემოცვაში, თუმცა ქალაქის ცენტრისგან არც ისე მოშორებით.

ახალი ტენდენცია უკვე აისახა მოთხოვნაზე თბილისის გამწვანებულ უბნებში, სადაც დეველოპერებმა საცხოვრებელ უძრავ ქონებასთან ერთად სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებაც დაიწყეს, მათ შორის პარკების, სკვერების, სასეირნო ბილიკებისა და სხვა.

გთავაზობთ თბილისის სამ ყველაზე სუფთა უბანს, სადაც ჰაერის ხარისხი შედარებით მაღალია, ხმაური ნაკლები, ხოლო ცხოვრების რიტმი — გაცილებით მშვიდი:

1. ლისის ტბის მიდამოები — ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრება

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაბინძურებული ადგილია თბილისში.

მთიანი რელიეფი, ტბის ბუნებრივი მიკროკლიმატი და მწვანე ზონების სიჭარბე აქ ცხოვრებას სასიამოვნოს ხდის. უბანში აკრძალულია მძიმე ტრანსპორტის მოძრაობა, რაც დამატებით ამცირებს მტვრითა და სამშენებლო მასალებით დაბინძურების რისკს.

2. დიღომი 8 — ჯანსაღი მიკროკლიმატით გამორჩეული უბანი

დიღომი 8 თბილისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მდინარე მტკვართან, რაც უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის. აქ ჰაერი განსაკუთრებით სუფთაა — ნაკლებია გამონაბოლქვი, ხმაური და ინდუსტრიული დატვირთვა.

საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობისას დეველოპერები ორიენტირებულები არიან მწვანე სივრცეებსა და სუფთა ჰაერზე. უბანში მრავლადაა პარკები, სკვერები და ღია ეზოები. შედეგად, დიღომი 8 არა მხოლოდ ეკოლოგიური თვალსაზრისით, არამედ ურბანული მოწყობის მხრივაც ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული უბანია.

3. კოჯორი — ქალაქთან ახლოს, ტყის გულში

კოჯორი თბილისიდან დაახლოებით 20 წუთის სავალზეა, თუმცა ეკოლოგიური თვალსაზრისით ქალაქის ცენტრისგან სრულიად განსხვავებული სივრცეა. ტყის ზოლი, მთიანი მდებარეობა და გამჭოლი ქარები კოჯორს ერთ-ერთ საუკეთესო საცხოვრებელ ადგილად აქცევს. უბანი განსაკუთრებით პოპულარულია მათთვის, ვისაც ქალაქის ხმაურისგან მოშორებით სურს ცხოვრება, მაგრამ პარალელურად აქვს საჭიროება, კავშირი შეინარჩუნოს თბილისის ინფრასტრუქტურასა და სერვისებთან.

სუფთა ჰაერი და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო სულ უფრო მეტად ხდება თბილისელებისთვის ცხოვრების სტილის ნაწილი. ლისის მიდამოები, დიღომი 8 და კოჯორი აღნიშნულ საჭიროებას პირდაპირ აკმაყოფილებს. თითოეული უბანი გთავაზობთ განსხვავებულ ატმოსფეროს, თუმცა ამავდროულად ჯანმრთელ და მშვიდ ცხოვრებაზე ორიენტირებულ ურბანულ გამოცდილებას.