"ფეისბუქს" 1,49 მილიარდი მომხმარებელი შეემატა

მსოფლიოში ინტერნეტ-მომხმარებლების ნახევარი "ფეისბუქს" იყენებს. ამის შესახებ თავად სოციალური ქსელის ხელმძღვანელობა იტყობინება. გავრცელებული ცნობით, "ონლაინ-მოსახლეობის" ნახევარი თვეში ერთხელ მაინც ამოწმებს თავის "ფეისბუქის" გვერდს. ოფიციალური მონაცემებით, "ფეისბუქის" მომხმარებლების რიცხვი ბოლო სამი თვის განმავლობაში 13 პროცენტით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ქსელს დამატებით 1,49 მილიარდი მომხმარებელი შეემატა.

ამას გარდა, სტატისტიკის მიხედვით, "ფეისბუქის" მომხმარებლების 65 პროცენტი სოციალურ ქსელში ყოველდღიურად შედის. აშშ-ში კი მომხმარებლები დღეში დროის მეხუთედს სწორედ "ფეისბუქთან" ატარებენ.