რუსთავში საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა ქალაქ რუსთავში ხორცის სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგი განახორციელეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ორ ობიექტზე (ი/მ ნოვრუზ ხალილოვი,ი/მ არიფ ხოჯაევი) ხორცის რეალიზაცია ფორმა #2-ის გარეშე ხდებოდა. "სურსათის / ცხოველის საკვების, უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" (66-ე მუხლის მე-3 ნაწილის) თანახმად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ. საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს ხორცის სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს.