ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს საქართველოც შეუერთდა

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიას ეხება.

როგორც ცნობილია, ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს გარდა, კიდევ ექვსი ქვეყანა შეუერთდა. "2015 წლის 19 ივნისს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 2015/959. საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ზომები 2016 წლის 23 ივნისამდე შენარჩუნდება. კანდიდატი ქვეყნები მონტენეგრო და ალბანეთი, ასევე EFTA-ს ქვეყნები - ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია და ასევე უკრაინა და საქართველო აღნიშნულ დეკლარაციას უერთდებიან. ისინი უზრუნველყოფენ, რომ თავიანთი ეროვნული პოლიტიკა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისობაში იყოს. ევროკავშირი მათ ამ ვალდებულებას იმახსოვრებს და მიესალმება მას", - წერია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე.