ქართული ღვინის ექსპორტი თითქმის განახევრდა - ექსპორტში რუსეთის წილი რეკორდულად მცირდება

ქართული ღვინის ექსპორტი 43%-ით შემცირდა, მთავარ ბაზარზე - რუსეთში კი კლებამ თითქმის 60% შეადგინა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე გავიდა 71.534 მლნ დოლარის ღირებულების 23 895 ტონა ქართული ღვინო, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში კი 126.155 მლნ დოლარის 45 098 ტონა.

რაც შეეხება კონკრეტულად რუსეთს, რომელიც ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარია, წელს ოთხ თვეში 40.450 მლნ დოლარის ღირებულების 14 404 ტონა სასმელი გავიდა, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში კი 99.555 მლნ დოლარის 37 045 ტონა.

აღნიშნული მონაცემებიდან, გამოდის, რომ რუსეთის წილი ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში 2024 წლის 79%-იანი წილიდან, 56.5%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს 2025 წლის იანვარ-აპრილში 10 ძირითადი ბაზარი ქართული ღვინისთვის ასე გამოიყურებოდა:

  • რუსეთი - 40.450 მლნ დოლარის ღირებულების 14 404 ტონა;
  • პოლონეთი - 6.17 მლნ დოლარის ღირებულების 2 578 ტონა;
  • უკრაინა - 3.65 მლნ დოლარის ღირებულების 1 318 ტონა;
  • ჩინეთი - 3.52 მლნ დოლარის ღირებულების 1 124 ტონა;
  • ყაზახეთი - 3.67 მლნ დოლარის ღირებულების 1 063 ტონა;
  • ბელარუსი - 1.95 მლნ დოლარის ღირებულების 667 ტონა;
  • ლატვია - 1.738 მლნ დოლარის ღირებულების 474 ტონა;
  • გერმანია - 1.83 მლნ დოლარის ღირებულების 384 ტონა;
  • აშშ - 2.03 მლნ დოლარის ღირებულების 304 ტონა;
  • ლიეტუვა - 799 ათასი დოლარის ღირებულების 250 ტონა.
მერი ტაბატაძე