2025 წლის აპრილში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 206 ერთეული შეადგინა, რაც წლიურად 0.4%-იანი ზრდაა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევიდან ვიგებთ.
რამდენით გაძვირდა თბილისში ბინები და როგორია ქირის ფასი
პუბლიკაციის მიხედვით, გასაყიდი ფასი 1 255 აშშ დოლარია, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 4%-ით აღემატება.
გასაქირავებელი ფასი 10.7 აშშ დოლარზე შენარჩუნდა, რაც, 2024 წლის აპრილთან შედარებით, 12%-იანი კლებაა. უძრავი ქონების ამონაგები კი წლიურად 1.6%-ით შემცირდა და 9%-ზე დარჩა.
რაც შეეხება ბაზრის მოცულობას, მან 5%-იანი ზრდა აჩვენა და 266 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.