Rakuten Viber-ის მომხმარებლებს მესენჯერში უკვე Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის ასისტენტ Copilot-ის გამოყენება შეუძლიათ.
ამის შესახებ Rakuten Viber-ის პრესსამსახურის განცხადებაში წერია, რასაც LIGA.net ავრცელებს.
მომხმარებლები კითხვებზე სწრაფი პასუხებისა და რჩევების მიღებას, ასევე, სურათების გენერირებას შეძლებენ.
კომპანიის ცნობით, ხელოვნური ინტელექტის წყალობით, მესენჯერის მომხმარებლები, ასევე, დროის დაზოგვას, კრეატიული იდეების განხორციელებასა და პროდუქტიულობის გაზრდას შეძლებენ.
Rakuten Viber-ის მარკეტინგის ვიცეპრეზიდენტ ატანას რაიკოვის თქმით, „Viber-ის, როგორც სუპერაპლიკაციის მისია ყოველდღიური ამოცანების გამარტივება და აპლიკაციასთან ურთიერთქმედების გამოცდილების გაუმჯობესებაა.“
Copilot-ის პროდუქტების ხელმძღვანელ დევიდ ბონაპერსონის თქმით, „ეს თანამშრომლობა Copilot-ს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის, რაც აპლიკაციის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი კრეატიულობა და პროდუქტიულობა ხელოვნური ინტელექტის ასისტენტის დახმარებით, ერთი დაკლიკვით გაზარდონ.“
მოამზადა ლადო სულაბერიძემ