2025 წლის 1-ელ კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტებმა 1.17 მლნ შეადგინა, რაც წლიურად 1.3%-იანი ზრდის მაჩვენებელია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევიდან ვიგებთ.
ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტი ტურისტი თურქეთიდან შემოვიდა, რომლის წილი 18.75%-ია, მეორე ადგილზე რუსეთია - 18.25%, ხოლო მესამეზე სომხეთი - 15.08%.
გთავაზობთ, 2025 წლის 1-ელ კვარტალში, საქართველოში შემოსულ ტურისტებს, ქვეყნების მიხედვით:
აღსანიშნავია, რომ მკვეთრად გაიზარდა ისრაელიდან შემოსული ტურისტების მაჩვენებელი და, თუკი გასულ წელს 46 800-ს შეადგენდა, 73%-იანი ზრდის შემდეგ, უკვე 81 ათასი გახლავთ.