ნოდარ ხადური: უალკოჰოლო სასმელების მარკირების საკითხზე ბიზნესმენებს არაერთხელ შევხვდი

ფინანსთა მინისტრ, ნოდარ ხადურის განცხადებით, უალკოჰოლო სასმელების მარკირების საკითხთან დაკავშირებით ბიზნესმენებს არაერთხელ შეხვდა.

ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, შეხვედრის თაობაზე ბიზნესმენთა ნაწილის მოთხოვნის კომენტირებისას განუცხადა. "მე არაერთხელ შევხვდი მათ, გასული წლების განმავლობაში ბევრჯერ მქონდა შეხვედრა. მათივე მოთხოვნა იყო, რომ პირველ პერიოდში მარკირების ღირებულება სახელმწიფოს გადაეხადა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

რაც შეეხება ლუდზე აქციზის შემცირებას, ფინანსთა მინისტრის თქმით, ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.