გერმანული წარმოშობის ხორცი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო აღმოჩნდა

ფოთის საზღვაო ნავსადგურში თბომავალ "GOZDE BAYRAKTAR"-ით შემოტანილი გერმანული წარმოშობის 66312 კგ ღორის გაყინული ხორცი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო აღმოჩნდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ განხორციელებული საქონლის ფიზიკური შემოწმებისას დადგინდა, რომ საქონელი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N429 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება უკან გაბრუნებას ან განადგურებას.