იახტების იმპორტი 25%-ით, ხოლო რეექსპორტი 900%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით

საქართველოში იახტებისა და წყლის სხვა მცურავი საშუალებების იმპორტი 25%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში იმპორტირებულია 1.22 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 75 ტონა საზღვაო ტრანსპორტი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 967 ათასი დოლარის 61 ტონა.

აღსანიშნავია, რომ ღირებულების მიხედვით იახტების იმპორტის უდიდესი ნაწილი ამერიკაზე მოდიოდა. კერძოდ, 5 მთავარი ქვეყანა, საიდანაც საქართველომ წყლის ტრანსპორტი იყიდა, ასე გამოყურება:

  • აშშ - 972 ათასი დოლარის 52.4 ტონა;
  • ჩინეთი - 40.7 ათასი დოლარის 6.87 ტონა;
  • გერმანია - 39.5 ათასი დოლარის 5.05 ტონა;
  • ბულგარეთი - 32.9 ათასი დოლარის 1.73 ტონა;
  • ბელგია - 30.8 ათასი დოლარის 1.48 ტონა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში გაზრდილია რეექსპორტიც. უფრო კონკრეტულად, ამ შემთხვევაში ზრდამ 910% შეადგინა. კერძოდ, შარშან იანვარ-აპრილში ექსპორტზე გავიდა 68.5 ათასი დოლარის 6.13 ტონა იახტები, ხოლო წელს იმავე პერიოდში 692.4 ათასი დოლარის 21.4 ტონა.

2025 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან იახტებისა და სხვა წყლის ტრანსპორტის რეექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა:

  • ყაზახეთი - 344.9 ათასი დოლარის 9.78 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 294.4 ათასი დოლარის 6.08 ტონა;
  • ყირგიზეთი - 53 ათასი დოლარის 5.59 ტონა.
მერი ტაბატაძე