ეროვნული ბანკის თანახმად, 2025 წლის მაისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 0.3%-ით შემცირდა და 4.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.
ამასთან, მათივე ცნობით, მაისში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 1.5%-ით გაიზარდა (+66.7 მლნ აშშ დოლარი).
„რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 ივნისს).
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მაისის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.4%-ს შეადგენს,“- აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.