პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობიდან ცოტნე ყავლაშვილის წასვლა ცნობად მიიღო

პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობიდან ცოტნე ყავლაშვილის წასვლა ცნობად მიიღო.

ყავლაშვილი აღნიშნული თანამდებობიდან პირადი განცხადებით წავიდა - მან გათავისუფლების თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართა.

ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დაბრუნდა. გენერალურ აუდიტორად კი პაპუაშვილმა გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი წარადგინა.