მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე შეამცირა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით შეამცირა.

უფრო კონკრეტულად, ბანკი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5.5%-ს მიაღწევს. ეს კი მაშინ, როცა წინა პუბლიკაციით მსოფლიო ბანკი მშპ-ს 6%-იან ზრდას ელოდებოდა.

ამასთანავე, განახლებული პროგნოზით, მსოფლიო ბანკი მოელის, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდება და 2026 და 2027 წლებში 5%-ის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, მსოფლიო ბანკი 2025 წელს სომხეთში 4%-იან, აზერბაიჯანში 2.6%-იან, თურქეთში 3.1%-იან და რუსეთში 1.4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

მერი ტაბატაძე