აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ანგარიშს წარადგენს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2015 წლის პროგრამების 6 თვის ანგარიშს წარადგენს. შეხვედრას დაესწრებიან ტურისტული ინდუსტრიისა და მედიის წარმომადგენლები. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ დეპარტამენტის მიერ ბოლო 6 თვეში განხორციელებულ საქმიანობებს და დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები.

"ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნობა 10 ქვეყანაში წარმოებული სარეკლამო კაპანიებისა და პიარ-აქტივობების შედეგებს, 6 თვის ტურისტულ სტატისტიკას, ახალ ტურისტული პროდუქტებსა და სერვისებს, ტურიზმის მზარდი ინდუსტრიის სიახლეებს რეგიონში. მგავსი ხასიათის შეხვედრა ტურიზმის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა დიდწილადაა დამოკიდებული მათ შორის კომუნიკაციასა და ერთიან ძალისხმევაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეხვედრა ბათუმის სასტუმრო "ჰილტონის" საკონფერენციო დარბაზში 11:00 საათზე დაიწყება.