რუსეთმა სხვა ქვეყნებში ბენზინის მიწოდება მკვეთრად შეამცირა. კერძოდ, მაისში საზღვაო ექსპორტმა მხოლოდ 133 ათასი ტონა საწვავი შეადგინა, რაც წლიურად 47%-ით, ხოლო აპრილთან შედარებით 63%-ით ნაკლებია.
ამის შესახებ ფასთა ინდექსის რუსული ცენტრის ანგარიშში წერია, რასაც RBC ავრცელებს.
შედეგად, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში რუსული ბენზინის საზღვაო ექსპორტი წლიური თვალსაზრისით 3.3%-ით შემცირდა და 1.7 მლნ ტონას მიაღწია.
მაისში ექსპორტის მკვეთრი ვარდნის მთავარი მიზეზი„არახელსაყრელი ფასების“ გამო აზიაში მიწოდების შეწყვეტა იყო. ამასთან, შიდა ბაზარზე საწვავზე მოთხოვნა სეზონურად გაიზარდა.
მაისში ბენზინის მიწოდების მთავარი მიმართულება კვლავ აფრიკის ქვეყნები იყო, სადაც საწვავის ექსპორტი წლიურად 90%-ით, ხოლო თვიურად 17%-ით გაიზარდა და 90 ათას ტონას მიაღწია. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში აფრიკაში 622 ათასი ტონა ბენზინი გაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3%-ით მეტია. მიწოდების მოცულობით მეორე მიმართულება ბრაზილიაა, სადაც მაისში 41 ათასი ტონა რუსული ბენზინი გაიგზავნა, რაც, წინა წელთან შედარებით, 17%-ით მეტია.
ცენტრის მონაცემებით, წელს ექსპორტისთვის თვეში მხოლოდ ორიდან ოთხ გემამდე ბენზინი იგზავნება,
მოამზადა ლადო სულაბერიძემ