ლაგოდეხის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ არეშფერანში, ვლადიმერ ბესთაევი დააკავა.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა აუქციონის გამართვამდე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობით უკანონოდ სარგებლობისა და აღნიშნულ საქმიანობაში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 ლარი", - ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 -ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.