„შინვუდი“ 35 ჰექტარ ტერიტორიაზე მოწყობილი ახალი სააგარაკე დასახლებაა საგურამოს მიმდებარედ, სოფელ ახატანთან, რომელიც ცხოვრების მაღალ ხარისხსა და ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს გთავაზობთ.
დასახლება თბილისიდან 23 კილომეტრში მდებარეობს, რაც მობინადრეებს საშუალებას აძლევს, იცხოვრონ მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა და კეთილმოწყობილ გარემოში ურბანიზაციისთვის დამახასიათებელ ყველა საჭირო სერვისთან და ობიექტთან ახლოს.
პროექტ „შინვუდის“ ტერიტორია დაყოფილია 289 საცხოვრებელ მიწის ნაკვეთად, რომლის 50%-ზე მეტი უკვე გაყიდულია. ამჟამად დაწყებულია მე-4 სექტორის გაყიდვები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მიწების შეძენა 500-1300 კვ.მ.-მდე. „შინვუდში“ 1 კვ.მ-ის ფასი 69$-დან იწყება. კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, მომხმარებელთა უმრავლესობა „შინვუდში“ მიწის ნაკვეთებს საკუთარი სახლის ასაშენებლად ყიდულობს, თუმცა მზარდი ფასებიდან გამომდინარე მყიდველების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის საინვესტიციო მიზნობრიობაზე. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებიდან (2022 წლის მაისი) დღემდე მიწის საშუალო ფასმა 2.5-ჯერ მოიმატა. აქტივობა განსაკუთრებით მაღალია გაზაფხული-ზაფხულის სეზონებზე.
დასახლებაში მოწყობილია ყველა ტიპის კომუნიკაცია: წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალარინების სისტემა და სანიაღვრე ქსელი. აღსანიშნავია, რომ ყველა კომუნიკაციის ქსელი მიწის ქვეშ არის გაყვანილი, რაც დასახლებას თავის ბუნებრივ ესთეტიკას უნარჩუნებს. ასევე დასრულებულია შიდა გზების მოწყობა ინერტული მასალით. 2025 წლის ბოლომდე დაგეგმილია გზების საბოლოო საფარის დაგება, სარეკრეაციო სივრცეებისა და გარე განათების ქსელის მოწყობა. მიწის ნაკვეთების რეალიზაციის შემდეგ კომპანია უზრუნველყოფს საერთო სარგებლობის სივრცეების მოვლა-პატრონობასა და დაცვას.
თითეული მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია ღობით და დამონტაჟებულია ჭიშკარი. პროექტის ფილოსოფია ეფუძნება გარემოსდაცვით პრინციპებს, შესაბამისად, ინფრასტრუქტურის მოწყობისას ნარჩუნდება ტყის ბუნებრივი საფარი. დენდროლოგიური პროექტის მიხედვით რეკრეაციულ სივრცეში გათვალისწინებულია 20-მდე სხვადასხვა სახეობის 300-ზე მეტი ხე-მცენარის დარგვა.
დასახლების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ისიც, რომ ტერიტორიაზე დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმა ქაოსურ მშენებლობას გამორიცხავს. „შინვუდში“ მიწის ნაკვეთების მფლობელებს საჩუქრად გადაეცემათ კომპანიის მიერ დამუშავებული სახლის პროექტი. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე საკუთარი პროექტით მშენებლობას გადაწყვეტს, ის შეთანხმებული უნდა იყოს „შინვუდის“ არქიტექტორებთან, რათა დასახლების საერთო იერსახე და სტილი არ დაირღვეს.
„შინვუდის“ შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიწის ნაკვეთის შესარჩევად ან კომპანიის წარმომადგენლებთან დასაკავშირებლად მიჰყევით ბმულს.
(R)